საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ალი ნაგიევს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სუს-ის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. „ხაზი გაესვა უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებას.