ქართული ოცნება ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩნსკის რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში ადანაშაულებს. თავად დიპლომატი ამბობს, რომ დასანანია, ევროკავშირზე შეტევა გრძელდება, თავდასხმამ იმატა, თუმცა ცდილობს საქმე იმდენად კარგად გააკეთოს, რამდენადაც შეუძლია. პაველ ჰერჩინსის თქმით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, ახლა მაგიდაზე ყველა შესაძლო ვარიანტი დევს, მათ შორის უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება. ჰერჩინსკის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოსცემს წლიურ ანგარიშს, რომელიც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეგულაციებთან შესაბამისობას შეეხება. ოპოზიცია ევროპელ ელჩებს მხარდაჭერას უცხადებს.