საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორებში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული 32 პირი მოინახულეს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დაკავებული პირებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ მიღებულ თითოეულ შემთხვევაზე სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს მიმართა.