სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე, გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის კიდევ ორი პირი - აქტივისტი ანა ლომიძე და „ფორმულას“ ოპერატორი ნიკა პატარაია დააკავეს - Palitra News

სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე, გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის კიდევ ორი პირი - აქტივისტი ანა ლომიძე და „ფორმულას“ ოპერატორი ნიკა პატარაია დააკავეს

2025-10-25 19:54:51+04:00

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე, გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის კიდევ ორი პირი - აქტივისტი ანა ლომიძე და „ფორმულას“ ოპერატორი ნიკა პატარაია დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე ადვოკატი მარიკა არევაძეც ავრცელებს. არსებული პრაქტიკის მიხედვით, მათ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღესვე იმსჯელებს. მას შემდეგ რაც პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციების წესების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის ნიღბით დაფარვის ფაქტებზე რამდენიმე ათეული ადამიანი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს, მათგან ორმა, "ფორმულას" ჟურნალისტებმა, ქეთი ციცქიშვილმა და ვახო სანაიამ წინასწარი დაკავების იზოლატორები დღეს დატოვეს .