სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას, 400-ი ათას ამერიკულ დოლარად და უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში რუსეთს ფედერაციის ტერიტორიის გავლით. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.