შესაძლოა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის საქმის ფარგლებში ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს - Palitra News

შესაძლოა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის საქმის ფარგლებში ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს

2025-10-25 13:23:59+04:00

შესაძლოა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის საქმის ფარგლებში ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს? - ქართულ ოცნებაში ამის შესახებ არაფერს ამბობენ, თუმცა ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ახლა რაჟდენ კუპრაშვილმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას: რატომ არაფერი უთქვამს ღარიბაშვილის მიერ დეკლარაციის ყალბი მონაცემებით შევსების თაობაზე. არადა, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობაზე ყოფნის დროს მფარველობდა და შენიღბულად იღბდა დიდი რაოდნეობით შემოსავალს, დეკლარაციებში კი ყალბ ფაქტებს უთითებდა. საქმის ფარგლებში ყოფილ პრემიერს 1 მილიონი ლარის გირაოს გადახდისთვის 30 დღიანი ვადა განესაზღვრა. თუმცა რა ფორმით აპირებს ექსპრემიერი თანხის გადახდას ჯერ-ჯერობით უცნობია.