პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ისინი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, განზრახ მკვლელობის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ნარკოტიკების ან მასტიმულირებელი ნივთიერებების კომერციალიზაციის/გაყიდვის ან მიწოდების ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე მათგანი ბათუმში, სხვადასხვა დროს დააკავეს. ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.