წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე გაწვეულმა პირებმა, საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყეს. მანამდე ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა ახალგაზრდებმა სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადების შემოწმება წარმატებით დაასრულეს. ისინი ანაზრაურებაზე 30 % იან დანამატს მიიღებენ, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი უმცროსი სერჟანტის ან ლეიტენანტის სამხედრო წოდებას. ასევე, შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში თავდაცვის სამინისტროსგან სწავლის დაფინანსება მიიღონ.