ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - Palitra News

ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

2025-10-25 14:31:39+04:00

ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 1 კილო და 300 გრამი გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნარკოდანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული კიდევ ერთი პირი ბათუმში. პოლიციამ, ნივთმტკიცებად ამოიღო 97 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ" და 5 ლოკაციაზე განთავსებული დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები. დანაშაული ორივე შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს