„საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს - ამ კანონებით შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი გახდეთ“ - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის ეკუთვნის - Palitra News

„საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს - ამ კანონებით შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი გახდეთ“ - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის ეკუთვნის

2025-10-25 14:28:39+04:00

„საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს - ამ კანონებით შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი გახდეთ“ - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის ეკუთვნის. მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, ახლა მაგიდაზე ყველა შესაძლო ვარიანტი დევს, მათ შორის უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება. ჰერჩინსკის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოსცემს წლიურ ანგარიშს, რომელიც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეგულაციებთან შესაბამისობას შეეხება. ევროკავშირის ელჩის განცხადებებს ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.