ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს არალეგალური შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდების გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ოდენობის გირაოს გადახდა მოუწევს. რა ფორმით მოხდება გირაოს გადახდა? - ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ადვოკატების პოზიციას ეთანხმება, თუმცა დამატებითი კომენტარი ექსპრემიერს მედიასთან არ გაუკეთებია. უფლებამდამცველების ინფორმაციით ღარიბაშვილს ჩვენება ვინმეს წინააღმდეგ არ მიუცია. ამასობაში საქართველოს ყოფილი პრემიერის საქმემ ყურადღება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დაიმსახურა. BBC-იმ სტატია გამოქვეყნა სახელწოდებით: საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შთამბეჭდავი დაცემა, რომელსაც ბრალად საკუთარ ბინაში 6.-ი მილიონ ნახევარი დოლარის შენახვა ედება.