შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვის ბრალდებით კიდევ ათობით ადამიანი დააკავა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვის ბრალდებით კიდევ ათობით ადამიანი დააკავა

2025-10-25 14:26:40+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვის ბრალდებით კიდევ ათობით ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები — სტუდენტები, აქტივისტები და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები. დაკავებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა შეკრება-მანიფესტაციების წესების გამკაცრებას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი პროტესტის ჩახშობასა და მოქალაქეების დაშინებას ცდილობს. მათი შეფასებით, ხელისუფლება არასამართლიანად სჯის ყველას, ვინც მის გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება. რეჟისორი გიორგი ლიფონავა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგა ლემონჯავა, ჟურნალისტი ზვიად კვარაცხელია - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადამიანების, რომლებიც გუშინ გვიან ღამით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს.