სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა - Palitra News

სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

2025-10-25 12:15:53+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა.

ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას, 400 ათას აშშ დოლარად და უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში რუსეთს ფედერაციის ტერიტორიის გავლით.