ლიკა ბასილაია-შავგულიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

ლიკა ბასილაია-შავგულიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

2025-10-24 19:09:12+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ მას 5 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლიკა ბასილაია-შავგულიძეს ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე 22 ოქტომბერს, პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დააკავეს.