ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე დააკავეს - Palitra News

ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე დააკავეს

2025-10-24 15:50:15+04:00

ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დააკავეს. ინფორმაციას ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ახლა დამირეკეს პოლიციიდან ვასკას დაკავების თაობაზე. სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედ-მამა დააკავეს რუსთაველზე დგომის გამო“,- წერს ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა დოდო შონავა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მეუღლე, ჟურნალისტი მაიკო ბოკერიაც დააკავეს.