რუსულმა ძალებმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშების შედეგად კიროვოგრადის ოლქის 19 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დრონებით დაბომბეს, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა დაზიანდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 120 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. რუსული ძალების თავდასხმები ყველაზე აქტიური პოკროვსკოეს მიმართულებით იყო, სადაც 39 შეტაკება მოხდა.