ინდოეთში კერძო ავტობუსისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად გაჩენილ ხანძარს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - Palitra News

ინდოეთში კერძო ავტობუსისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად გაჩენილ ხანძარს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2025-10-24 15:58:10+04:00

ინდოეთში კერძო ავტობუსისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად გაჩენილ ხანძარს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. შეჯახებამ საწვავის გაჟონვა და ხანძარი გამოიწვია. მედიის ცნობით, 41 მგზავრიდან 21 გადარჩა. ამ დროის მონაცემებით, ჯერ მხოლოდ 11 ცხედარია იდენტიფიცირებული.