მე-13 ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა ორფოლოს პოლიგონზე სწავლება დაასრულა. ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებისა და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. საველე სწავლება არტილერიის საინჟინრო ქვედანაყოფისა და ავიაციის მხარდაჭერით ჩატარდა. სწავლების მიზანი იყო ქვედანაყოფების მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება.