გელა უძილაურის ადვოკატი - 22-ტომიან საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება, რითაც დადასტურდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ შეკვეთილი მკვლელობის ჩადენის ფაქტი - Palitra News

გელა უძილაურის ადვოკატი - 22-ტომიან საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება, რითაც დადასტურდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ შეკვეთილი მკვლელობის ჩადენის ფაქტი

2025-10-24 15:56:27+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებული გელა უძილაური დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა უძილაურმაც.