დიმიტრი პესკოვი ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე - ვაანალიზებთ გამოცხადებულ სანქციებს - გავაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს - Palitra News

დიმიტრი პესკოვი ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე - ვაანალიზებთ გამოცხადებულ სანქციებს - გავაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს

2025-10-24 15:54:26+04:00

მოსკოვი აანალიზებს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამჟამად ვაანალიზებთ გამოცხადებულ სანქციებს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რუსეთი გააკეთებს იმას, რაც მის საუკეთესო ინტერესებშია.

„რა თქმა უნდა, გავაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სინამდვილეში. ეს არის მთავარი ჩვენს ქმედებებში“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებზე საუბრისას.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც, სხვა ზომებთან ერთად, მოიცავს შეზღუდვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტ ტანკერზე, აკრძალვის დაწესებას რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე. სანქციების თანახმად, რუსი დიპლომატების გადაადგილება მათი აკრედიტაციის ქვეყნების ტერიტორიით შემოიფარგლება.