პარლამენტთან გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. მათ შორის არიან დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თენგო კირთაძე. მას შემდეგ რაც პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციების წესების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახით ნიღბით დაფარვის ფაქტებზე ადმინისტრაციულ პატიმრობაში არაერთი ადამიანი იმყოფება, მათ შორის ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები.