რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე და რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე და რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-10-24 15:39:02+04:00

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ერთი მილიონი ლარის ოდებით გირაო შეეფარდა, გარდა ამისა პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა. ყოფილი პრემიერი, რომელსაც ბრალად ედებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ადვბოკატების პოზიციას დაეთანხმა. დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან კი თავი შეიკავა. პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის სანათესაო წრიდან პირების გამოკითხვის საჭიროებაზე საუბრობს.