საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მშობლები საპროტესტო აქციების გამართვას განაგრძობენ - რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს - Palitra News

საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მშობლები საპროტესტო აქციების გამართვას განაგრძობენ - რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს

2025-10-24 15:37:58+04:00

საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მშობლები საპროტესტო აქციების გამართვას განაგრძობენ. ამჯერად, დემონსტრანტები თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ. დაკავებულთა მშობლები პერიოდულად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან იკრიბებიან და საკუთარ გზავნილებს აჟღერებენ. მოთხოვნები უცვლელია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება.