„ქართული ოცნება“ სარჩელს, რომელიც კონკრეტული პარტიებისთვის პოლიტიკური საქმინაობის აკრძალვას გულისხმობს, საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანს. ამ დრომდე სარჩელის შინაარსი უცნობია, უცნობია ისიც კონკრეტულად რომელი პარტიების აკრძალვას მოითხოვს ქართული ოცნება. პარალელურად, ლელო ძლიერი საქართველო მმართველი გუნდის სარჩელის გასაჩივრებას ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა.