ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ - მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას ხელი შეუწყონ - Palitra News

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ - მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას ხელი შეუწყონ

2025-10-24 12:33:36+04:00

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ - მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას ხელი შეუწყონ. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირმა აიღო ვალდებულება, უკრაინას ფინანსური დახმარება 2027 წელსაც გაუწიოს და დაადასტურა თავისი პოლიტიკური ნება, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის სასარგებლოდ გამოიყენოს. ზელენსკის თქმით, სამიტის მნიშვნელოვანი შედეგი იყო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-19 სანქციების პაკეტის საბოლოო დამტკიცება. უკრაინის პრეზიდენტი სხვა ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან - მოუწოდებს, შემზღუდავ ზომებს მხარი დაუჭირონ.