საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალი პლატფორმის ,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის‘‘ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ელექტრონულ პლატფორმაზე, რომლის მიზანს დიასპორის საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა წარმოადგენს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა. ამ ეტაპზე, დარეგისტრირებულია 73 ქვეყნის 2400-მდე მოსწავლე და 41 მასწავლებელი. დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულება, 2017 წლიდან ხორციელდება.