როგორ აფასებენ ოპოზიციაში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას - Palitra News

როგორ აფასებენ ოპოზიციაში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას

2025-10-24 12:28:18+04:00

მმართველი გუნდი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს სავარაუდოდ დღეს, ან ორშაბათს შეიტანს. მთავრობის მეთაურს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა გასული დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ სარჩელი დაახლოებით 10-მდე პარტიისა თუ პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვას შეეხება. სარჩელის შინაარსი გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი. მმართველი გუნდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მხილებულ პარტიებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ოპოზიცია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას - ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად აფასებს. მათი თქმით, მოსალოდნელია, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეყანა ევროკავშირისგან აბსოლუტურ იზოლაციაში მოექცეს.