პროკურატურამ სუსის ყოფილ უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი დააკავა. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანდრია ლილუაშვილს ბრალი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება. დანაშაული 9 დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალწინებს. გასულ დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცემებული ინფორმაციით, სუსში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამიკითხა, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა - ექს პრემიერმა მოდულის შენობა რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. ქართული ოცნების ყოფილი წევრების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ აღნიშნული გამოძიება არა კორუფციასთან ბრძოლას, არამედ “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.