საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირთა რიცხვის გაზრდას ოპოზიციაში რეპრესიების მორიგ ტალღად აფასებენ - Palitra News

საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირთა რიცხვის გაზრდას ოპოზიციაში რეპრესიების მორიგ ტალღად აფასებენ

2025-10-24 09:18:45+04:00

საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირთა რიცხვის გაზრდას ოპოზიციაში რეპრესიების მორიგ ტალღად აფასებენ. მათი შეფასებით, ხელისუფლება პროტესტის ჩახშობას ცდილობს. ოპოზიციაში მედიის წარმომადგენლების დაკავებასაც ეხმაურებიან. ამ კონტექსტში აღნიშნავენ, რომ პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა და ჟურნალისტებისთვის პატიმრობის შეფარდება, დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ხელისუფლების ოპონენტები, გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად, პროტესტის შეწყვეტას გამორიცხავენ და ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ.