თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო

2025-10-24 09:18:06+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შსს ვაჟა გაფრინდაშვილს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვასა და პოლიციისთვის ხელშეშლას ედავებოდა. რაც შეეხება სხვა დემონსტრანტებს, აქტივისტ მარია ტალიაშვილს 4-დღიანი, ხოლო, ლუკა გოგიას სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა. უწყება მათ რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას, სახის დაფარვასა და პოლიციისთვის ხელშეშლას ედავებოდა.