პროტესტის 330-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა. აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, გამკაცრებული კანონებისა და ყოველდღიურად პროტესტის მონაწილეების მზარდი დაკავებების მიუხედავად, გაჩერებას არ აპირებენ. როგორც ამბობენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იქამდე შეირკიბებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. დემონსტრანტები საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.