ვიდრე ოპოზიცია და ევროპელ დიპლომატთა ნაწილი პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას ულოცავს, „ქართულ ოცნებაში“ მის დაჯილოებას რადიკალიზმისა და კრიმინალის წახალისებას უწოდებენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლების ამტკიცებენ, რომ უკვე 19 დღეა, რაც ბრიუსელი უარს ამბობს 4-ხ ოქტომბერს თბილისში განვითარებული მოვლენების დაგმობაზე, თუმცა, მათივე შეფასებით, დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოში რადიკალურ ჯგუფების ექსტრემისტულ ქმედებებს მხარს უჭერს. ამ საკითხს ქართული ოცნების ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, მზია ამაღლობელმა სახაროვის ჯილდო სიმამამაცისა და გამბედაობისთვის დამსახურებულად მიიღო. მზია ამაღლობელთან ერთად 2025 წლის სახაროვის პრემია ბელარუს ჟურნალისტს ანდჟეი პოჩობუტსაც გადაეცა. გამარჯვებულები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ გამოაცხადა.