აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, დღეს ფინანსური სამიტი გაიხსნა. აღნიშნული ღონისძიება სიტყვით გახსნა ნათია თურნავამ - მან ისაუბრა ეკონიმიკურ გამოწვევებზე და ამ სამიტის მნიშვნელობაზე, ასევე სიტყვით გამოვიდა ეკონიმიკის მინისტრი, მარიამ ქვრიშვილი. მან შუა დერეფნის განვითარების როლზე ისაუბრა. ფორუმი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, პირველ დღეს განიხილეს 7 პანელური დისკუსიის ფარგლებში რამდენიმე მიმართულება, კერძოდ - გლობალური ვაჭრობა, ლოჯისტიკა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა. აბრეშუმის გზის ფორუმი დღეს დაიხურა, ღონისძიება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და მას ესწრებიან სახელმწიფო თანამდებობის პირები, რიგითი დელეგატები, ბიზნეს სექტორისა და ეროვნული ბანკების წარმომადგენლები.