პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას, “ქარული ოცნების” დილერები გამოეხმაურნენ - Palitra News

პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას, “ქარული ოცნების” დილერები გამოეხმაურნენ

2025-10-23 20:41:36+04:00

პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას, “ქარული ოცნების” დილერები გამოეხმაურნენ. მმართველი პარტიის განმარტებით, გახარიას პარტიაც რეალურად ე.წ. „რადიკალური ოპოზიციის“ ნაწილია - მათივე განცხადებით, გიორგი გახარია პარლამენტს, ღირებულს არაფერს შემატებს. პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გრძელვადიანი ბოიკოტის შემდეგ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო - ოპოზიციურ გაერთიანებაში ამტკიცებენ, რომ ხანგრძლივი საპარლამენტო ბოიკოტი დიდი შეცდომა იყო და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიღებულმა ამ გადაწყვეტილებამ პარტიების ნაწილი პოლიტიკური პროცესის მიღმა დატოვა.