საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ხვალ, ან ორშაბათს შევა - Palitra News

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ხვალ, ან ორშაბათს შევა

2025-10-23 20:41:01+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ხვალ, ან ორშაბათს შევა. ამ ეტაპზე სარჩელი შინაარსი უცნობია, ქართული ოცნების ინფორმაციით ასაკრძალი პარტიების სიაში 10 მდე ან სულაც 20 პოლიტიკური სუბიექტი შევა. აკრძალვის მიუხედავად ოპოზიცია მმართველი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. პარლამენტმა 16 ოქტომბერს, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ.