ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა, გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა და ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა - გამოძიება ახლა მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე მსჯელობს.
ასევე დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი ბიძაშვილი, ანდრია ლილუაშვილი დააკავა.