Reuters - აშშ-ის სანქციების გამო ჩინეთისა და ინდოეთის ნავთობკომპანიები რუსული ნავთობის ყიდვას წყვეტენ - Palitra News

Reuters - აშშ-ის სანქციების გამო ჩინეთისა და ინდოეთის ნავთობკომპანიები რუსული ნავთობის ყიდვას წყვეტენ

2025-10-23 20:29:51+04:00

აშშ-ის სანქციების გამო ჩინეთის მთავარი სახელმწიფო ნავთობკომპანიები რუსული ნავთობის ყიდვას წყვეტენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები შემოიღო ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანიის - “როსნეფტისა” და “ლუკოილის” წინააღმდეგ, ჩინეთის მთავარმა სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა შეწყვიტეს რუსული ნავთობის ყიდვა.

წყაროების ცნობით, ჩინური სახელმწიფო ნავთობკომპანიები - PetroChina, Sinopec, CNOOC და Zhenhua Oil როგორც მინიმუმ უახლოეს მომავალში თავს აარიდებენ ზღვით რუსული ნავთობის ყიდვას სანქციების გამო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთამდე ინდოეთმა - ზღვით რუსული ნავთობის მთავარმა მყიდველმა - შეწყვიტა რუსული ნავთობის ყიდვა ამერიკული სანქციების გამო.