კახაბერ კვეკვესკირს, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებიან, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

კახაბერ კვეკვესკირს, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებიან, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

2025-10-23 18:36:11+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ კახაბერ კვეკვესკირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, კახა კვეკვესკირს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

"უშუალოდ გზის გადასაკეტად არ ვყოფილვარ. გადაკეტილზე მივედი",- განაცხადა კახაბერ კვეკვესკირმა.

შსს მას 20 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.