64 წლის ქალს, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

64 წლის ქალს, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

2025-10-23 16:11:51+04:00

64 წლის ლია მუშკუდიანი, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე კობა ჩაგუნავას თქმით, მან ლია მუშკუდიანის ასაკი გაითვალისწინა და მას 3 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ლია მუშკუდიანს შსს 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.