ვოლოდიმირ ზელენსკი - ცეცხლის შეწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია - ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული სანქციები - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - ცეცხლის შეწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია - ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული სანქციები

2025-10-23 15:51:58+04:00

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. 23-24 ოქტომბერს ევროკავშირის ლიდერები გაერთიანებისთვის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპელი ლიდერები რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისა და მოსკოვზე ზეწოლის საკითხს განიხილავენ. დღესვე, ცნობილი გახდა რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა დროებით გააუქმა და რუსეთს სანქციები დაუწესა.