მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარება - ამ საკითხებზე დღეს თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში მსჯელობენ. დედაქალაქში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე მეორე დღეა რაც მიმდინარეობს. ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში იმართება. სამიტის ფარგლებში სახელისუფლებო გუნდის წევრები საუბრობენ საქართველოს იმ უპირატესობების შესახებ, რითაც ქვეყანა შესაძლოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ჰაბად ჩამოყალიბდეს.