შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის სუს-ში გამოკითხვაზე - ვფიქრობ, რომ ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს ვაცადოთ ამ საქმეებთან დაკავშირებით ეტაპობრივად ინფორმაციის მოწოდება - Palitra News

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის სუს-ში გამოკითხვაზე - ვფიქრობ, რომ ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს ვაცადოთ ამ საქმეებთან დაკავშირებით ეტაპობრივად ინფორმაციის მოწოდება

2025-10-23 15:40:15+04:00

ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა, გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა და ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა - გამოძიება ახლა მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე მსჯელობს. დაცვის მხარე გარკვეული თანხების არსებობას ირაკლი ღარიბაშვილის ბიზნესს საქმიანობას უკავშირებს. "ქართულ ოცნებაში" ყოფილ თანაგუნდელის საქმეზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ და გამოძიებას ელოდებიან, თუმცა აქვე დასძენენ, რომ სახელმწიფო კორუფციის მიმართ უკომპრომისოა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩხრეკას კორუფციის წინააღმდეგ ბძოლასთან კავშირი არ აქვს და სინამდვილეში საქმე შიდა კლანურ დაპირისპირებას ეხება.