არქიმ #1 დამსაქმებელმა, HR ბრენდინგისა და სოციალური პასუხისმგებლობის ახალი სტრატეგია წარადგინა - Palitra News

არქიმ #1 დამსაქმებელმა, HR ბრენდინგისა და სოციალური პასუხისმგებლობის ახალი სტრატეგია წარადგინა

2025-10-23 13:57:04+04:00

არქიმ, საქართველოში ნომერ პირველმა დეველოპერულმა კომპანიამ და დამსაქმებელმა HR ბრენდინგისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია წარმოადგინა. ღონისძიებაზე ისაუბრეს HR ბრენდინგის ძირითად იდეაზე – თანამშრომლების განვითარების მხარდაჭერასა და ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებაზე, ასევე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამოქმედო გეგმაზე. ღონისძიება გრანდ ავენიუს ტერიტორიაზე გაიმართა.