აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” - დაასანქცირა - Palitra News

აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” - დაასანქცირა

2025-10-23 13:56:17+04:00

აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” - დაასანქცირა. ასავე, დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანია. განცხადებაში, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ნათქვამია, რომ დღევანდელი სანქციები ზეწოლას ზრდის რუსეთის ენერგეტიკის სექტორზე და ამცირებს კრემლის შესაძლებლობას, მისი ომის მანქანის დასაფინანსებლად. აშშ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი ხოლო მოკავშირეებს, შეურთდნენ და დაიცვან ეს სანქციები. შეგახსენებთ, რომ მანამდე ორ უდიდეს ნავთობკომპანიას სანქციები ბრიტანეთმა დაუწესა. ასევე მიმდინარე წლის განმავლობაში ამერიკამ და ბრიტანეთმა საქნციები აამოქმედა „გაზპრომ ნეფტისა“ და „სურგუტნეფტგაზის“ წინააღმდეგ. „ვიფიქრე, დრო მოვიდა. დიდხანს ველოდით.“ -ასე მოკლედ უპასუხა დონალდ ტრამპა შეკითვას თუ რატომ აამოქმედა საქნქციები რუსეთის წინააღმდეგ სწორედ ახლა. ტრამპმა ასევე არ გამორიცხა სთხოვოს ჩინეთს უარი თქვას რუსულ ნავთობზე. რა თქმა უნდა ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ საქნციებთან დაკავშირებით გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი სამომავლო კონტრაქტებისთვის მსოფლიო ბირჟებზე ერთ დღეში დაახლოებით 1 დოლარით გაიზარდა