ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელის დაჯილდოებაზე - უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება ეცადა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებს უფასებენ მცდელობას - Palitra News

ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელის დაჯილდოებაზე - უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება ეცადა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებს უფასებენ მცდელობას

2025-10-23 12:47:04+04:00

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განცხადებით, სახაროვის პრემია განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს, თუ დაკავებული პირები, ჟურნალისტები და მოქალაქეები საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევენ. როგორც მზია ამაღლობელი წერს, ეს პრიზი ეკუთვნით კოლეგებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში შეუპოვარი ბრძოლის მაგალითს აჩვენებენ. ,, თუ ეს ჯილდო ადამიანებისთვის გახდება იმის ნიშანი, რომ ბოლოს მაინც ღირებულებები იმარჯვებს, ბოლოს მაინც ფასდება ის მსხვერპლი, რასაც თითოეული ადამიანი იღებს, მაშინ ამ ყველაფერს აქვს აზრი. ‘’ - წერს ამაღლობელი. მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭება, რადიკალიზმისა და კრიმინალის წახალისებად შეაფასა პრემიერ-მინისტრმა.