რუსთაველის გამზირზე აქციის 20-მდე მონაწილე ადმინისტრაციული, ხოლო ქალი, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და ჟურნალისტი აფგან სადიგოვია. პოლიციას მთელი საღამოს განმავლობაში გზის სავალ ნაწილზე ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდა გაკეთებული, რითიც მომიტინგეებს სამანქანო მოძრაობის შეფერხების საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციამ მათ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება არ მისცა და მომიტინგეებს ხელოვნური, უკანონო ბარიერები შეუქმნა.