კირ სტარმერი - მოხარული ვარ, რომ აშშ შემოგვიერთდა და მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა იმავე ორ ნავთობკომპანიას, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა - Palitra News

კირ სტარმერი - მოხარული ვარ, რომ აშშ შემოგვიერთდა და მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა იმავე ორ ნავთობკომპანიას, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა

2025-10-23 09:51:17+04:00

გასულ კვირას გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას, რომლებიც პუტინის ომის მანქანას აფინანსებენ, მოხარული ვარ, რომ ახლა აშშ შემოგვიერთდა და იმავე ორ ნავთობკომპანიას მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„პუტინმა თავისი უაზრო აგრესიისთვის ფასი უნდა გადაიხადოს. მკვლელობები ახლავე უნდა დასრულდეს“, - აცხადებს სტარმერი.

შეგახსენებთ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” - დაასანქცირა. ასავე, დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანია.