საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკულ საშუალება ალფა პვპ-ს, რომლის ნაწილს რეალიზაციის მიზნით ინახავდა მის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაში, ხოლო ნაწილს თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.