სუს-ში ირაკლი ღარიბაშვილვილი გუშინ გამოიკითხა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგზე ითქვა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა - ექს პრემიერმა მოდულის შენობა რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. მთავრობის ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან. ოპოზიციაში “ქართულ ოცნებას” ქურდებისა და თაღლითების პარტიად იხსენიებენ და პრემიერ-მინისტრების კორუფციულ წარსულზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები არა კორუფციასთან ბრძოლას, არამედ “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.