1. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განცხადებით, სახაროვის პრემია განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს, თუ დაკავებული პირები, ჟურნალისტები და მოქალაქეები საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევენ. როგორც მზია ამაღლობელი წერს, ეს პრიზი ეკუთვნით კოლეგებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში შეუპოვარი ბრძოლის მაგალითს აჩვენებენ. ,, თუ ეს ჯილდო ადამიანებისთვის გახდება იმის ნიშანი, რომ ბოლოს მაინც ღირებულებები იმარჯვებს, ბოლოს მაინც ფასდება ის მსხვერპლი, რასაც თითოეული ადამიანი იღებს, მაშინ ამ ყველაფერს აქვს აზრი. ‘’ - წერს ამაღლობელი.